თბილისში “ამერიკული კულტურის ცენტრი” გაიხსნა. მალე გაიხსნება რუსული კულტურის ცენტრიც

6 თებერვალს ამერიკული კულტურის ცენტრმა არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნების შესახებ განაცხადა. ორგანიზაცია ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს შორის კულტურული კავშირების განვითარების მიზნით შეიქმნა – იუწყება სააგენტო “გჰნ“.

მისი დამფუძნებლები არიან ზვიად ფოჩხუა, “The FINANCIAL”-ის მთავარი რედაქტორი, მაიკლ ქავგილი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის და ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, ევგენი ჯოხიძე, “მეტრონომის” მთავარი რედაქტორი.

ცენტრმა დონორების მხარდაჭერა, ამერიკული ღირებულებების, კულტურის, ტრადიციების, ასევე აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გაწეული ეკონომიკური, სამხედრო დახმარების, ასევე უსაფრთხოების და დემოკრატიის განვითარების სფეროში მხარდაჭერის შესახებ, ქართული საზოგადოების ინფორმირებისთვის უნდა გამოიყენოს.

“ამერიკული კულტურის ცენტრი, საქართველოსა და აშშ-ს შორის მზარდი თანამშრომლობის საპასუხოდ დაარსდა. ცრუ ინფორმაციების და პროპაგანდის ეპოქაში, ქართულ საზოგადოებას ამერიკული კულტურის ღირებულებების და აშშ-ს რეგიონში ინტერესების შესახებ ინფორმაციის მისარებად სანდო წყარო სჭირდებათ”, განაცხადა ცენტრის თავმჯდომარემ, ზვიად ფოჩხუამ.

“აშშ-საქართველოს ურთიერთობა არასოდეს ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანი. საქართველო რჩება აშშ-ს მეკავშირედ რეგიონში, რაც, საერთო ღირებულებებზე, ინტერესებზე და კოორდინირებულ პოლიტიკაზეა დაფუძნებული.

ცენტრის საქმიანობა განათლების და კულტურის სფეროში განამტკიცებს ორგანიზაციას და მის გავლენას ქართულ საზოგადოებაში, მიაჩნია ცენტრის თავმჯდომარეს.

“ჩემთვის, როგორც ორმაგი მოქალაქესთვის, არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი ვიდრე საქართველოს ინტეგრირება დასავლურ და ევრო ატლანტიკურ სივრცეში. ცენტრს შეუძლია იტამაშოს გადამწყვეტი როლი ამ პროცესში”, განაცხადა ცენტრის საპატიო თავმჯდომარემ, მაიკლ ქავგილმა.

ამერიკული კულტურის ცენტრის ოფიციალური პრეზენტაცია მარტის ბოლოს, თბილისში გაიმართება.

რა თქმა უნდა, ამერიკელები ცდილობენ, კულტურის საფარველს ქვეშ არ დაუშვან საქართველოს სვლა სუვერენიტეტის გზით, დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკური კურსით. ამ მიზნით ისინი არა მხოლოდ ქმნიან ფსევდო-კულტურის ცენტრს (იმ ხალხის დახმარებით, ვისაც კულტურასთან არავითარი შეხება არ გააჩნია), არამედ ხელს უშლიან, საქართველოში რუსული ენის და კულტურის სწავლებას, ნამდვილი კულტურის ცენტრის გახსნას – საკუთარი ადგილობრივი დამქაშების ხელით.

თუმცა “ნიუსფრონტის” ინფორმაციით, შორს არ არის დღე, როდესაც საქართველოში რუსული წიგნისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება – რეალური კულტურტრეგერული მისიით.