ვის და რატომ უწოდებს ‘საბჭოთა კომისრებს” ხაზარაძე?!

„ლელო საქართველოსთვის” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, ქვეყანა დღეს მე-20 საუკუნის დასაწყისის მეთოდებით იმართება.

„მე მინდა მთელი პასუხისმგებლობით ვთქვა, ეს ქვეყანა შეიცვლება, შეიცვლება არჩევნებზე. ბიძინა ივანიშვილის კრიმინალური მენტალობა, ეს არაფორმალური მმართველობა, ეს ახალგაზრდა ხალხის წამვლა, რომელიც გამოიხატება ყველა იმ სტრუქტურაში, რომელიც მას ექვემდებარება პირადად, შეიცვლება და ეს ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ დაადგება აღმშენებლობის გზას. ეს მოხდება, მე გპირდებით! ჩემი პარტია გპირდებათ იმიტომ, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება, 21- საუკუნეა და ქვეყანა იმართება მე-20 საუკუნის დასაწყისის მეთოდებით, ტყავის ქურთუკების ჩაცმა აკლიათ და იქნებიან საბჭოთა კომისრები. მე გპირდებით, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება, ბიძინა ივანიშვილის და მისი დამქაშების მენტალობა ამ ქვეყნიდან წავა”, – განაცხადა ხაზარაძემ.