ხმაური და დაპირისპირება ხელვაჩაურის მერიაში

ხელვაჩაურის მერიში ხმაურია, სადაც მოძრაობა „გაბედესა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წარმომადგენლები აქცია მართავენ.

 

მათი ნაწილი ხელვაჩაურის მერს ჯუმბერ ვარდმანიძეს შეხვდა. აქციის მონაწილეებმა მას კორუმპირებული და მარიონეტი უწოდეს, მერმა კი ისინი ცილისწამებაში დაადანაშულა. „ეს არის ნაციონალური მოძრაობის პიარკამპანია“, – განაცხადა ჯუმბერ ვარდმანიძემ.

აქციის მონაწილეები დაინტერესდნენ მდინარე ჭოროხზე ინერტული მასალების ამოღების ფაქტებით, ისინი თვლიან, რომ ლიცენზია არასწორედ გაიცა. მათ ასევე განაცხადეს, რომ დაზიანებულია მახოს ხიდი, რადგან მანქანებს დასაშვებზე მეტი ტვირთი გადააქვთ. „თქვენი პასუხებიდან ჩანს, რომ გულგრილად ხართ განწყობილი ხალხისა და ქვეყნის მიმართ“, – განაცხადა „გაბედეს“ წარმომადგენელმა.

შეხვედრა სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ერთმენეთს მერიის თანამშრომლები და აქციის მონაწილეები დაუპირისპირდნენ.