დღეს ჟენევაში 400-ზე მეტი მკვლევარი საერთაშორისო კონფერენციაზე კორონავირუსთან ბრძოლის მეთოდების განსახილველად შეიკრიბა. ჩინეთში კორონავირუსს უკვე 1018 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო ერთ დღეში ჰუბეის პროვინციაში 103 პაციენტი გარდაიცვალა. ინფიცირებულია 43 ათასზე მეტი მოქალაქე. დღესვე ჩინური ვირუსით დაინფიცირების კიდევ 2 შემთხვევა დაფიქსირდა იაპონიაში.
ვირუსის გავრცელების საშიშროების გამო დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. სკოლა მას შემდეგ დაიხურა, რაც საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეებს კორონავირუსის მსგავსი სიმპტომები აღმოაჩნდათ.
კორონავირუსი ჩინეთის გარდა 27 ქვეყანაში ფიქსირდება.