მაია ორჯონიკიძე ქუდზე კაცებს ეძებს – “ტოტალური იმპოტენცია გვჭირს”

“ნაციონალების” ერთ-ერთი ამორძალი, რუსოფობიით სპეკულიანტი “ქალბატონი” მაია ორჯონიკიძე აშკარად გულდათუთქულია ქვეყანაში უძალობა-იმპოტენციის გავრცელებით და შესაბამის განცხადებას ავრცელებს (ქ-ნი მაიას არეულ-დარეული პუნქტუაცია და ინტერვალები “ნიუსფრონტის” კორექტორმა შეძლებისდაგვარად შეასწორა):

“არ ვართ ჩვენ კარგი ხალხი – დღისით, მზისით ვუყურებთ, როგორ მიდის თავისი ფეხით აბსურდულ ბრალდებაში მსჯავრდებული ადამიანი ციხეში და ტოტალური უძალობა და იმპოტენცია გვჭირს.

გიგი უგულავა არაა პირველი, ვინც ასე ღირსებით დახვდა კრიმინალური სისტემის განაჩენს – მანამდე იყო ბაჩო, რომა, ირაკლი ფირცხალავა, გიორგი ცააძე,ზვიად კუპრავა, ირაკლი ოქრუაშვილი და კიდევ არაერთი ადამიანი. მაგრამ თუკი ბაჩო ახალაიას დროს საზოგადოებაში სხვა ემოციური კონტექსტი სუფევდა – მოსახლეობის მოზრდილ ნაწილს იმხანად მართლაც სჯეროდა რომ ივანიშვილი ხალხს ქვეყნის მხსნელად მოევლინა, დღეს – 2020 წლის 10 თებერვალს, იგივე მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა უკვე იცის – რა ბოროტმოქმედი და ვიგინდარაა სამკუთხედთავიანი რუსი ეშმა. იცის და რა მერე? რა ფასი აქვს სიმართლის ცოდნას, თუ ის შენში რისხვას და რეალობის შეცვლის აქტიურ სურვილს არ აღძრავს? თუ ის მასობრივ ქმედებაზე არ გიბიძგებს?
ცხადია, ყოველთვის იარსებებს ღირსეული, შეუგუებელი და შეუშინებელი უმცირესობა, მაგრამ ხალხის კრიტიკული მასა ნუთუ ისე დაჩაჩანაკდა, რომ მხოლოდ ყრუ უკმაყოფილების თავიღა აქვს?

შევხედოთ რეალობას თვალებში – გიგი უგულავა ხომ იმიტომ მიდის ციხეში, რომ საზოგადოება უუნაროა და დამბლადაცემული? ან იქნებ მე მეშლება რაიმე და ასე არაა?!

მოკლედ, როდემდე ეს თვითგვემა და მაზოხიზმი ქართულ საზოგადოებასა თუ პოლიტიკაში?? ” – წერს მაია ორჯონიკიძე.