ოპოზიცია დესტაბილიზაციის სქემას ამზადებს. – გია გაჩეჩილაძე

უმრავლესობის წევრისგია გაჩეჩილაძის განცხადებით, ოპოზიცია დესტაბილიზაციაზეა ორიენტირებული და არჩევნების პერიოდისთვის დესტაბილიზაციის სქემას ამზადებს. ამის შესახებ გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციის საერთო გადაწყვეტილების პასუხად განუცხადა.

„არაერთხელ მითქვამს, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებას ფორმალური ხასიათი აქვს, რადგან მათ არანაირი მოლაპარაკება არ აინტერესებდათ, დესტაბილიზაციაზე არიან ორიენტირებული და არჩევნების პერიოდისთვის ამზადებენ დესტაბილიზაციის სქემას. ეს არის მათი მიზანი. ეს გამოჩნდა კიდეც გუშინდელი სხდომის შემდეგ. ყველასთვის იყო ნათელი, რომ 10- ში უნდა გამოეცხადებინათ უგულავას საკითხი და ამას დაამთხვიეს მათი შეკრება, რომ შემდეგ ეს გამოეყენებინათ მოლაპარაკების ჩასაშლელად. ეს თეთრი ძაფით არის ნაკერი“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

ცნობილია, რომ ოპოზიცია 4 აპრილს მასშტაბურ აქციას აანონსებს, სადაც საერთო გეგმას გამოაცხადებენ.