პოლიტიკიდან გარდაბნის “თბოსადგურში” – ქუცნაშვილი მილოცვებს ელოდება

ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი  ქ. გარდაბნის  „თბოსადგურის“ დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.

ზაქარია   ქუცნაშვილი   მისი ახალ  თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ინფორმაციას  ადასტურებს.

„დიახ, ნამდვილად დავინიშნე გარდაბნის თბოსადგურის დირექტორის მოადგილედ.  ეს  არ არის საჯარო სამსახური,  ეს არის კერძო საკუთრება. აქედან გამომდინარე, გარდა იმისა, რომ გიდასტურებთ  ინფორმაციას, სხვას ვერაფერს გეტყვით. შეგიძლიათ , მომილოცოთ  კერძო სექტორში გადასვლა“, –  განაცხადა  ქუცნაშვილმა  სააგენტოსთან საუბრისას.

შეგახსენებთ, შპს “გარდაბნის თბოსადგურის“ 49.092%-იანი წილის მფლობელი  სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი – „საპარტნიორო ფონდია“.

50.908%-იანი წილის კი  „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“.

თავის მხრივ,  კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთი წევრი  ისევ „საპარტიორო ფონდია“.

წყარო:“2020NEWS”