თუ ადამიანს დანაშაული აქვს ჩადენილი, ის კანონის წინაშე უნდა წარსდგეს, რა შუაშია საარჩევნო წელიწადი?! – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გიგი უგულავას დაკავების გადაწყვეტილება არჩევნებთან და პოლიტიკასთან არაფერ შუაშია. კახა კალაძის თქმით, თუ ადამიანს დანაშაული აქვს ჩადენილი, ის კანონის წინაშე უნდა წარსდგეს.

“საარჩევნო წელიწადი რა შუაშია, ეს არაფერ შუაში არ არის. თუ ადამიანს აქვს დანაშაული შესაბამისად კანონის ფარგლებში გვიწევს ყველას პასუხისგება. არ უნდა მოვახდინოთ თემის პოლიტიზირება, რასაც ცდილობენ დღევანდელი ოპოზიციის წარმომადგენლები. არასწორი ინფორმაციაა, თითქოს ორჯერ გაასამართლეს ერთი და იგივე საქმეზე. არ მინდა საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში.

პროკურატურას ჰქონდა გასაჩივრებული, საქმე დახურული არ იყო და უზენაესმა სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც გახდა ცნობილი,” – აღნიშნა კახა კალაძემ.

გიგი უგულავას გუშინ, უზენაესმა სასამართლომ 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა ე.წ. ფონდის საქმეზე მიუსაჯა