პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი, მედიას ესაუბრა:
“ჩვენ ყველამ ვიცით,ოპოზიციის ეს ჯგუფები განწყობილნი იყვნენ და არიან რევანშისტულად. საზოგადოებამ იხილა პარლამენტში შეჭრის მცდელობა და ეს ადამიანები რადიკალიზაციისკენ არიან მიდრეკილები.მათ არ სურთ ქვეყანაში სტაბილური განვითარება. თუმცა, ისინი იძულებულები გახდნენ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციების შედეგად, დამსხდარიყვნენ მოლაპარაკებათა მაგიდასთან. ჩვენ ამ მაგიდას დავუსხედით და დავიწყეთ დიალოგი, თუმცა ისინი გახდნენ იძულებულები. ვინაიდან მათ მიიღეს შენიშვნები და მითითებები, მაგრამ ყოველთვის ეძებდნენ საბაბს, როგორმე ეს მოლაპარაკებები ჩაეშალათ. რეალურად მიეცათ ეს საბაბი და განაჩენი, რომელიც დადგა სწორედ ამას ელოდებოდნენ, როგორც ჩანს და ამ განაჩენის შედეგად მოიგონეს და შექმნეს საბაბად, რომ ამ მოლაპარაკებიდან გავიდნენ.
რაც შეეხება ჩვენს პოზიციას მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა აშშ, სრულად გაიზიარა ჩვენი პოზიცია, რომელსაც ვაფიქსირებთ და დღესაც მოვუწოდებთ ოპოზიციას რომ მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდომა აუცილებელია. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ მათ დასხდნენ მოლაპარაკებათა მაგიდასთან. ფაქტია, რომ ამ ყველაფრით თუკი ვინმე ზიანდება ეს არის ხელისუფლება. პირველ რიგში ჩვენ არ გვაწყობს, ის პროცესი, რა პროცესიც მიმდინარეობს, ის, რასაც ისინი თარგმნიან. ახლა ერთადერთი გამოსავალი არის ის რომ დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან .ველოდებოდით აქამდე და ველოდებით დღემდე პასუხს ჩვენს კომპრომისულ შეთავაზებაზე.
ეს პროცესი აზიანებს თუ არა ქართულ ოცნებას? -აზიანებს. ხელს ვის აძლევს?- ხელს აძლევს იმ ადამიანებს და იმ ჯგუფებს ვისაც ქაოსი სურთ. თუკი ვინმე დღეს არის ბედნიერი იმით, რომ გიგი იგულავას მიესაჯა და არის სასჯელაღსრულების დაწესებაში, არის “ნაციონალური მოძრაობა” და მისი სატელიტები და ამით დაზიანებულია “ქართული ოცნება”. ეს არის იმ ჯგუფის ინტერესებში, ვისაც სურს ქაოსი და და არ სურს მოლაპარაკება”