“გამოსავალი ქუჩაშია!” – ნაციონალი მარიამ ბაშარული

“ნაციონალი” მარიამ ბაშარული, სოციალურ ქსელში, წერს:

“გამოსავალი ქუჩაშია!
ერთად, ერთიანი ძალებით უნდა დავუპირისპირდეთ ქვეყანაში გამეფებულ დიქტატურას, სხვა შემთხვევაში სვავი ძალიან მარტივად მოგვერევა !

თავის დროზე გამიჯნულებმა ხომ იმის გამო “დამგმეთ”, რომ ქუჩიდან ბრძოლისკენ მიგითითებდით? რა მიიღეთ ტრიბუნიდან ტელევიზიებთან კეკლუცით ?

არა, არ ვწერ ნიშნის მოგებით!

ბრძოლა, ბრძოლა და კიდევ ერთხელ ბრძოლა – ამას ვამბობდი მაშინაც და ახლაც !

ნახვამდის!” – წერს ბაშარული.