დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია, სოციალურ ქსელში, წერს:
“რას დაემსგავსა მმართველი პარტია, რომ არარაობა ოხანაშვილი ამდენის უფლებას აძლევს თავს.
შემთხვევით, კობახიძის კურსელობის გამო მოხვედრილი 2016 წლის სათადარიგო სიაში. არავინ რომ არ იცოდა მისი არსებობა და იურისტი, რომელიც ელემენტარულ სამართლებრივ კატეგორიებში ვერ ერკვევა(((
ეპატია მოსამართლეთა არჩევის კენჭისყრის დღეს ჟურნალისტებზე ძალადობის არნახული მაგალითები. ..
დაიჯერა, მოსამართლეთა კლანს რომ ფეხქვეშ გაეგო, პატრონი ყავს და ყველაფრის უფლება აქვს…
ახლა ტვ 1 ასწავლის როგორ უნდა იმუშაოს და ვინ მოიწვიოს.
დიანა ტრაპაიძეს ამეცადინებს.
დაიჯერა რომ მას ამის უფლება აქვს.
ვინმემ აუხსნას ეს საქართველოა, სადაც ადამიანებს ღირსება აქვთ და ამგვარ არსებებს თავის ადგილს მიუჩენენ!”
შეგახსენებთ, დღეს პირდაპირ ეთერში, ანრი ოხანაშვილი, დიანა ტრაპაიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.