ხანძარი იყო გვიან ღამით ქინძმარაულის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში. თავდაპირველად ცეცხლი საყოფაცხოვრებო ტექნიკას, მაცივარს გაუჩნდა, რის შემდეგაც ხანძარი მთლიან სახლს გადაედო.
ინციდენტის დროს ბინაში ერთი ქალი იმყოფებოდა – ის არ დაშავებულა. ქინძმარაულის ქუჩაზე გაჩენილ ცეცხლს რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა აქრობდა.