ახალშობილის გაყიდვის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, ორსულობის შესაწყვეტად მისულ ქალბატონს ბავშვის გაშვილება სამშობიაროში შესთავაზეს.
უფლებადამცველის თქმით, საქმეში ბავშვის სანაცვლოდ აღებული კონკრეტული თანხა არ ფიგურირებს და ის ბრალის დადგენილებაში არ წერია.
“არასასურველი ფეხმძიმობის შესაწყვეტად ქალბატონი მაისურაძე მივიდა კლინიკაში, სადაც გინეკოლოგმა მას ფეხმძიმობის შეწყვეტა გადააფიქრებინა და ბავშვის გაშვილება შესთავაზა. ბრალდება, რაც შვიდივე ბრალდებულს აქვს წარდგენილი, 172-ე მუხლი, ეს არის ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული და ვიმედოვნებთ, საქმე საპროცესო შეთანხმებით დასრულდება,”- აცხადებს ადვოკატი ლევან ჯავახაძე.
სამშობიარო გარიგებასთან დაკავშირებით ბრალდებებს გამორიცხავს. მომხდარში 7 პირი ფიგურირებს, მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.