მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაამართლა. ბრალდების მხარე მას მარნეულში მოქალაქის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტს ედავებოდა.
აღმკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობა 2018 წლის 14 ივნისს შეეფარდა, 13 დეკემბერს კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. თავად აბაზოვი მომხდარს არშემდგარ პროვოკაციას უწოდებს.
“ე.წ. დაზარალებული იყო დაინტერესებული, შესაბამისად, რაც მისგან იყო ნათქვამი, ტყუილზე იყო აგებული. მე არ ვიცი, შესაძლოა ვიღაცამ გამოიყენა ის, რადგან ჩემზე განაწყენებული იყო, მაგრამ ერთის თქმა შემიძლია, ეს ყველაფერი იყო პროვოკაცია, რომელიც ვერ შედგა,”- აცხადებს მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი.