ტელეკომპანია პირველის მფლობელი ვატო წერეთელი, სოციალური ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“დღეს უმრავლესობის დეპუტატს, ოხანაშვილს, დიანას ეთერში უჩვეულო არაფერი გაუკეთებია. ამას უკვე შევეჩვიეთ. დიდი ხანია, ვეღარ მალავთ ზრახვებს:
• კრიტიკულ შეკითხვას უსვამ – ტენდენციური ხარ
• მათთვის არასასურველ სტუმარს მოიყვან- ტენდენციური ხარ
• დებატებში დიდი ხანია, აღარ დადიან
• რამეს გამოიკვლევ – ტენდენციური ხარ
• თუ ამ ყველაფერს აკეთებ – უზნეო ყოფილხარ
• ყველა ტენდენციურია – ოკეანის იქით და ოკეანის აქეთ – კონგრესიდან ზოვრეთის ქუჩამდე.
• ობიექტურობა სიჩუმე და ქება ყოფილა თურმე.
ტელევიზიის გადაყლაპვა გინდოდათ, ვერ გადაყლაპეთ და ყელში გაგეჩხირათ. ყველაფერს გავუძელით და ეს ყოველდღიური თავდასხმა შეგვაშინებს ?!” – წერს წერეთელი.