ზაალ უდუმაშვილის თქმით, 4 აპრილამდე ოპოზიციას მოსამზადებელი პერიოდი ექნება. იქნება პიკეტი და სხვადასხვა ფორმის აქცია.
“4 აპრილი არ ნიშნავს რომ ჩვენ, 4 აპრილამდე არაფერს ვაკეთებთ და ველოდებით 4 აპრილს. 4 აპრილი შევარჩიეთ, რათა ეს დრო ჩვენ გამოვიყენოთ მაქსიმალურად კონტაქტისთვის. ყველა რეგიონში, ყველა ოჯახში უნდა შევიდეთ, პირდაპირ უნდა ვუთხრათ, თუ რატომ ვემზადებით ასეთი აქციისთვის.
4 აპრილამდე ორ თვიანი პერიდი იქნება დატვირთული, საპროტესტო აქციით, პიკეტირებისთვის, სხვადასხვა ფორის აქცია. არ ნიშნავს რომ 2 თვე არაფერს ვაკეთებთ”,- ამბობს უდუმაშვილი.
ოპოზიცია მასშტაბურ აქციებს 4 აპრილს, 16:00 საათზე იწყებს .
წყარო: Ipress