ე. წ. ევროპის სახალხო პარტია, რომელსაც ევროპის ხალხებთან საერთო არაფერი აქვს და მხოლოდ ევროპული ბიუროკრატიის საპარლამენტო ფრთის სისტემური ნაწილია, ცნობილია ასევე სააკაშვილისა და მისი პარტიის ინტერესების ლობირებით ევროპაში.
განსაკუთრებულ აგრესიას “ნაცების” დაცვაში და დღევანდელ საქართველოსთან მიმართებაში ავლენენ “პრიბალტიკელი” და პოლონელი დეპუტატები. ამჯერად თავი ლიტველმა ქალმა რასა იუკნევიჩიანემ გამოიდო:
“ჩემი გზავნილი ბიძინა ივანიშვილისადმი იგივეა – ის არის პასუხისმგებელი ამ სიტუაციაზე”,- ქართველ ჟურნალისტებთან სტრასბურგში საუბრისას განაცხადა ქალბატონმა რასამ, რითაც გამოეხმაურა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს შესახებ რეზოლუციის ჩაგდებას.
ლიტველი ქალის განცხადებით, ევროპარლამენტის დეპუტატებს სურდათ, ტექსტი დაბალანსებული ყოფილიყო, თუმცა „ქართული ოცნების“ დელეგაციამ მათი ყველა ჩასწორება დაბლოკა.
„ძალიან ვწუხვარ, მაგრამ კანონპროექტი სუსტი იყო. არ ასახავდა საქართველოში მიმდინარე სიტუაციას. ევროპარლამენტის ძალიან ბევრ დეპუტატს გვსურდა, რომ ტექსტი უფრო დაბალანსებული ყოფილიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. საქართველოს მმართველი პარტიის დელეგაციამ ყველა ჩასწორება დაბლოკა და ეს ყველაფერი იმედს გვიცრუებს. ამდენი ოფიციალური და არაოფიციალური განხილვების შემდეგ , ვხვდები, რომ ისინი ვერ აცნობიერებენ სიტუაციას. ჩვენ ვეწინააღმდეგებით საბოლოო განცხადებას, ყველაფერი „ქართულ ოცნებაზეა“ დამოკიდებული, რომ გაიაზარონ სიტუაცია და საკუთარი შეხედულება შეცვალონ. ჩემი გზავნილი ბიძინა ივანიშვილისადმი იგივეა – ის არის პასუხისმგებელი ამ სიტუაციაზე“,- აცხადებს შეშფოთებული ევროპარლამენტარი.