რეპის ჟანრი ზაზა ნოზაძის შესრულებით ბრწყინვალედ გამოხატავს მის სოციალურ დატვირთვას – გააკრიტიკოს, ირონიით შეხედოს საზოგადოებაში, ქვეყანაში ფეხმოკიდებულ მანკიერებებს. ქართული მედია-საქაჯეთი ანუ პროვინციალიზმის სულისკვეთებით გაჟღენთილი უწიგნური რესპოდენტები და კორესპონდენტები, მესამეხარისხოვანი უცხოელი ინსტრუქტორების და კურატორების მიერ დანერგილი მეტყველების, ქცევის და აზროვნების სტილი, იმპერატივები, კლიშეები, სტერეოტიპები… ყოველივე ამას ებრძვის ქართველი ახალგაზრდა, თავისუფალი კაცი. იხილეთ, მოუსმინეთ: