რ. გოცირიძე პრობლემებს ქუჩაში “გადაგვიწყვეტს”

ჩვენ მივმართავთ საერთაშორისოდ აღიარებული პოლიტიკური ბრძოლის ფორმას, როგორიც არის ბოიკოტი, –  ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა რომან გაცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღეს საკანონმდებლო ორგანოში „ქართულ ოცნებას“ მარტო მოუწევს ყოფნა. „ბოიკოტი არის გაწერილი კანონში, რეგლამენტი თვითონ არის კანონი და ეს არის უკიდურესი ფორმა, რომლითაც ამომრჩეველს და საერთაშორისო საზოგადოებას ეუბნები, რომ დარბაზში პრობლემა ვერ წყდება, ამიტომ დღეს პრობლემის გადამწყვეტი ერთ-ერთი მექანიზმი ქუჩა გახდა, – განაცხადა გოცირიძემ.

ოპოზიცია ისევ პარლამენტის ბლოკირებას გეგმავს. ისინი სირცხვილის დერეფნის მეშვეობით აპირებენ დისკომფორტი შეუქმნან ხელისუფლებას, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.