ვუსამძიმრებ ქართული კინოს მოღვაწეებს, გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და მის მეგობრებს – კახა კალაძე

დიდი ქართველი რეჟისორის , გიორგი შენგელაიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს თბილისის მერი კახა კალაძე:

“მინდა მწუხარება გამოვთქვა ცნობილი ქართველი კინორეჟისორისა და მსახიობის, გიორგი შენგელაიას გარდაცვალების გამო.
გიორგი შენგელაიამ ქართულ კინოს არაერთი საინტერესო ფილმი და კინოსახე შემატა.
ვუსამძიმრებ ქართული კინოს მოღვაწეებს, გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და მის მეგობრებს.” – კახა კალაძე.