სახალო დამცველი ნინო ლომჯარია ფემიციდის ფაქტებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“ჩვენი მონაცემებით, მხოლოდ 2020 წელს ოჯახში ძალადობის პირობებში 3 ქალი მოკლეს და 3 ქალის მკვლელობის მცდელობას ჰქონდა ადგილი…
არ არის საკმარისი ის ფრაგმენტული ძალისხმევა, რაც სახელმწიფოს მხრიდან ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის ხორციელდება! ასევე, მეტია გასაკეთებელი განათლების, საზოგადოებაში მყარად გამჯდარი სტერეოტიპების შეცვლის, მსხვერპლთა მხარდაჭერისა და ეკონომიკური გაძლიერების, ფემიციდის ფაქტების გენდერულად მგრძნობიარე მიდგომებით გაშუქების მიმართულებით!”- წერს ლომჯარია.