ჩავუშოღლუ ევროპას ემუქრება

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ ყურადღებას ამახვილებს გერმანიის ქალაქ ჰანაუში მომხდარი მკვლელობების რასისტულ მოტივზე და ევროპულ ქვეყნებს ემუქრება:

“თუკი ევროპული ქვეყნები არ შეაჩერებენ ამას [რასიზმს], შედეგები სახიფათო იქნება” – განაცხადა მინისტრმა თურქეთის ტელერადიოკომპანია TRT-ის ეთერში.

თავდასხმა ჰანაუში ორ სხვადასხვა ადგილზე მოხდა, გუშინ, დაახლოებით საღამოს 10 საათზე. დაღუპულია 11 ადამიანი, მათ შორის თურქებიც.