“ქართული ოცნება” ქუთაისში ყოფილი პარლამენტის შენობის გაყიდვას გეგმავს.როგორც ცნობილი გახდა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უფუნქციოდ მყოფი შენობის პრივატიზებას გეგმავს.
თავდაპირველი ინფორმაციით, პარლამენტის ყოფილ შენობაში დასავლეთ საქართველოს საპოლიციო ჰაბის განთავსება იგეგმებოდა, თუმცა მიმდინარე წლის იანვარში შენობა შინაგან საქმეთა სამინისტროს აღარ გადაეცემოდა და ის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადავიდა, რასაც უწყებაშიც ადასტურებენ.
წყარო “ალია’