თუ კიდევ გააკეთებენ კომენტარს, რომ ზაზა სარალიძეს თავისი შვილის გაყიდვაში გარკვეული თანხა აქვს მიღებული, ამ სიტყვების დადასტურება მოუწევთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დავით სარალიძის ოჯახის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ განუცხადა.
როგორც ლონდარიძე განმარტავს, მიხეილ კალანდიას ქმედებებთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს. ამასთან, ადვოკატის თქმით, ზაზა სარალიძის მიმართ ბინძური ცილისწამება მიმდინარეობს.
„ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი მაქვს თუნდაც მიხეილ კალანდიას ქმედებებთან დაკავშირებით და ნამდვილად არ არის ჩვენი პოზიცია, ის რომ გათავისუფლდეს სხდომათა დარბაზიდან, მოვისმენთ და შემდეგ მივცემთ შეფასებას. უფრო მეტიც, მთელი ამ პროცესების განმავლობაში ვიღებთ ისეთ სურათს, როდესაც დაზარალებულ მხარეზე ზაზა სარალიძეზე მიმდინარეობს უბინძურესი ცილისწამება. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ კიდევ ვინმე გააკეთებს იმგვარ კომენტარს, რომ რაიმე გარკვეული თანხა აქვს მიღებული თავისი შვილის გაყიდვაში, მას მოუწევს ამ სიტყვების დადასტურება”, -განაცახადა ნესტან ლონდარიძემ.