“ძრწოდე, რუსეთო!”- სერიალი გრძელდება: კუჭავას რუსეთის ხსენებაზე კუჭი ეწვის

“გავრილოვის პარლამენტში” გამოჩეკილი ახალი ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა რუსეთს უტევს თავგამოდებით და მეგდგრად. კუჭავამ მრისხანედ განაცხადა:

„რუსეთის მხრიდან კიბერშეტევა საქართველოზე და სხვა ქვეყნებზე არავის უკვირს. დღეს და გუშინ ვსაუბრობდით ამ საკითხზე კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრების დროს. ვთხოვეთ, რომ მოწოდება და დაგმობა ძალიან მისასალმებელია, მნიშვნელოვანია საქართველოს გვერდით დგომა, თუმცა აუცილებელია კონკრეტულ ქმედებებზეც ვისაუბროთ, იქნება ეს სანქციები თუ სხვა ფორმა, მაგრამ აუცილებელია რუსეთმა პასუხი აგოს იმ ქმედებებისთვის, რომელიც ოქტომბერში განხორციელდა კიბერშეტების სახით. თუ რუსეთმა პასუხი არ აგო, ამას ანალოგიური ქმედებები სხვა ქვეყნებშიც გამეორდება. ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მხრიდან მკაცრი რეაგირებაა საჭირო“ – უბრძანებია კუჭავას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ორმხრივი შეხვედრების დროს.