“ძრწოდე, რუსეთო!” – უჭკნობი სერიალი გრძელდება: საკრებულოს დეპუტატი და ევროსაბჭოს “ჭ” კლასის პრეზიდენტი რუსეთის წინააღმდეგ

ევროსაბჭოს კონგრესის პრეზიდენტი ანდრეს კნაპე ე. წ. “ოკუპაციის მუზეუმში” ქოც-ახალგაზრდებს შეხვდა. ღონისძიება ევროსაბჭოს რეგიონთა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტის, თბილისის საკრებულოს წევრის თამარ ტალიაშვილის ორგანიზებით გაიმართა. ქალბატონი ტალიაშვილი ნაძალადევის რაიონის (თემქის უბანი) მაჟორიტარი დეპუტატია. მართალია, ქალბატონმა მაჟორიტარმა თემქის მოსახლეობას წყლის ხშირი შეწყვეტის პრობლემა ვერ მოუგვარა, ონკანიდან წამოსული წყალი კი მეტწილად აყროლებულია, სამაგიეროდ იგი მედგრად შეებრძოლა ოკუპაციას.

სურათზე: საკრებულოს დეპუტატი ტალიაშვილი ოკუპაციაზე ჩაფიქრებულა.

ანდრეს კნაპემ დაგმო “საოკუპაციო რეჟიმის” ქმედებები და თქვა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს (მქუხარე ტაში).

ეს ევროსაბჭოს რეგიონალურ და ადგილობრივ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი რანგის შეხვედრები სამთავრობო უწყებებში, ასევე – გასვლა “საოკუპაციო ხაზის” შორი-ახლოს, სადაც მამაცმა “გირჩელებმა” შარვლები ჩაიხადეს და სიტუაციის ადგილზე გაცნობა.