“ალტ-ინფო”. მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი, მედიაპლატფორმა „ალტ-ინფოსთან“ გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომლის თანახმადაც კონკრეტულმა პიროვნებამ მაჩალიკაშვილი დააჯერა, რომ მისი შვილის მკვლელობაში სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოლომონ გოგაშვილი იყო დამნაშავე, დღეს ამ პიროვნების ვინაობას ასახელებს.
როგორც მარიამ კუბლაშვილმა სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე განაცხადა, ეს პიროვნება ელისო კილაძეა:
„საჯაროდ ვაცხადებ, რომ ელისო კილაძე მიზანმიმართულად აქეზებდა და აქეზებს მალხაზ მაჩალიკაშვილს იოსებ გოგაშვილის წინააღმდეგ. მივმართავ გენერალურ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება და დამკითხოს აღნიშნულთან დაკავშირებით“, – წერს მარიამ კუბლაშვილი.
ადვოკატის ამ განცხადებამდე, თემას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოლომონ გოგაშვილიც გამოეხმაურა, მან საგამოძიებო ორგანოებს რეაგირებისკენ მოუწოდა და კუბლაშვილის მიერ „ალტ-ინფოსთვის“ მიცემული ინტერვიუ სოციალურ ქსელში გააზიარა შემდეგი ტექსტით: „ერთი წლის წინ ჩემი ოჯახის წინააღმდეგ ტერაქტს ვინ გეგმავდა?ორგანიზატორი ან წამქეზებელი ვინ იყო? 01:34:00-დან უყურეთ ამ ინტერვიუს. მე მგონი ძალოვანი უწყებები უნდა დაინტერესდნენ ამ ადვოკატის სკანდალური განცხადებით და დაკითხონ იგი ტერორისტული აქტის მომზადებაზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში…” მანამდე გოგაშვილმაც მისცა “ალტ-ინფოს” ინტერვიუ, სადაც ტერორიზმის საფრთხეებზე ისაუბრა.
კუბლაშვილს ელისო კილაძემაც უპასუხა სოციალურ ქსელში: „ამ@@@ქალას გადაეცით,ასე ბოლომდე გაბოზება ტეხავს-შეტანილი მაქვს საჩივარი ,განცხადებების კეთებას მივიდეს და ჩვენება მისცეს! საკუთარი კლიენტის წინააღმდეგ ადვოკატი ჩვენებას აძლევდეს, პირველად ვნახე!“