თბილისის საკრებულოს წევრი, “ვაჟა ექიმის” ცნობილი ოპონენტი, ერეკლე კუხიანიძე ეხმაურება ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის მიერ მაჩალიკაშვილის საქმის გარშემო წარმოდგენილ მტკიცებულებებსა და ვერსიებს:
“მარიამ კუბლაშვილმა დაამტკიცა:
1. რომ იგი არ არის მხარე.
2. რომ არანაირი მიზეზი თემირლანის წინასწარ განზრახვით მკვლელობისა არ არსებობდა.
3. რომ სოსო გოგაშვილის დადანაშაულება მაშინ, როდესაც არსებობენ კიდევ ადამიანები, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა სხვადასხვა დონეზე ამ ოპერაციაში, არის პოლიტიკური ნაბიჯი და აშკარა წაქეზების ფონზე ხდებოდა.
4. რომ თემირლანი დაიღუპა უბედური შემთხვევის შედეგად, რადგან სპეცრაზმელს გაუჩნდა მისგან ხიფათის განცდა – რასაც მოყვა გასროლა.
5. რომ იგი არის ვახა ტერლოევის ერთგული ადამიანი, რადგან საბოლოო ჯამში მისი ქმედებები და საუბარი წარმართულია იქითკენ, რომ დაიცვას ეს ადამიანი დამღუპველი წაქეზებისგან და არ ჩაადენინოს გამოუსწორებელი შეცდომები”,
– დაწერა ერეკლე კუხიანიძემ “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე.