უცხოური სექტები მალე ქართულ მიწებს დაეპატრონებიან

დასავლური გრანტებით მხარდაჭერილი ვაი-ქართული ორგანიზაციები აგრძელებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივილებს და კონსტიტუციით მანიპულირებას. მათ 2018 წელს უკვე მიაღწიეს უცხოური რელიგიური ორგანიზაციებისთვის (ძირითადად, ამერიკულ-ევროპული სექტებისთვის) ქონებრივ საკითხებში უპირატესობების მოპოვებას, ახლა კი ქართულ სასოფლო-სამეურნეო მიწებს მიადგნენ. ისინი ყველაფერს აკეთებენ საქართველოს და მისი მართლმადიდებელი ეკლესიის დასასუსტებლად.

ე. წ. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) ფეისბუკ-გვერდზე ვკითხულობთ (ხაზგასმები ჩვენია – “ნიუსფრონტი-საქართველო”):

⚖️20 თებერვალს საკონსტიტუციო სასამართლოში ცხრა რელიგიური ორგანიზაციის კონსტიტუციური სარჩელის განმწესრიგებელი სხდომა გაიმართა. სასამართლომ საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი უნდა გადაწყვიტოს.

?2019 წელს რელიგიურმა ორგანიზაციებმა სარჩელით მიმართეს საკონსტიტუციო სასამართალოს და მოითხოვეს “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-5 პუნქტების იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით განმტკიცებულ თანასწორობის პრინციპს.

აღნიშნული ნორმები საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად რეგისტრირებულ რელიგიურ ორგანიზაციებს არ აძლევს უფლებას: 1. გახდნენ სახელმწიფო ქონების შემძენნი; 2. საკუთრებაში მიიღონ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა სასყიდლით და უსასყიდლოდ; 3. სახელმწიფოსაგან მიიღოს ქონება ამ ქონების ტოლფასი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის (გაცვლის) სანაცვლოდ. კერძო სამართლის იურიდიულ პირებად რეგისტრირებულ რელიგიურ ორგანიზაციებს კი ეზღუდებათ უფლება, უსასყიდლოდ საკუთრებაში მიიღონ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

?კანონი ყველა ამ უფლებით სარგებლობას მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის უშვებს.

იხ. სარჩელი https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=1410

⚖️შეგახსენებთ, რომ 2018 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა რელიგიური გართიანებების სარჩელი, დაადგინა დისკრიმინაცია და არაკონსტიტუციურად ცნო “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6³ მუხლის 1-ლი პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობას ითვალისწინებდა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვისhttps://bit.ly/37NnmzP

? რელიგიური გაერთიანების ინტერესებს სასამართლოში იცავენ ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის კლინიკა.