დღეს ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ

ტყიბულის მაღაროს ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ძიძიგურის სახელობის შახტის ადმინისტრაცია უქმდება და ნახშირის მოპოვების სამუშაოებისთვის მეშახტეები ძიძიგურის შახტს, მინდელის სახელობის შახტიდან დაუკავშირდებიან.

აღნიშნულ ფაქტზე მეშახტეები აცხადებენ, რომ ეს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას იწვევს, რადგან მათ გადაადგილება მიწის ქვემოთ სავენტილაციო გვირაბით მოუწევთ.

 

წყარო:”თაიმერი”