ჟურნალისტი დავით ახვლედიანი თბილისის მერს, კახი კალაძეს მიმართავს და თან ქვემოთ წარმოდგენილ ფოტოს აქვეყნებს:
“ავტოფარეხების აღებამ აქტუალობა დაკარგა? ფოტოზე რომ ავტოფარეხია, ირაკლი კობახიძის დაცვის უფროსმა განაცხადა, რომ ჩემი სიდედრის არისო, თუ პირიქით – ირაკლი კობახიძის დაცვის უფროსის სიდედრმა თქვა ჩემი სიძე ირაკლი კობახიძის დაცვის უფროსიაო… არადა, 10 ფარეხია გარშემო აღებული” – წერს დავით ახვლედიანი თავის ფეისბუკ-გვერდზე თბილისის მერის, კახი კალაძის მისამართით.
როგორც დავით ახვლედიანმა “ნიუსფრონტ-საქართველოს” უთხრა, აღნიშნული გარაჟი მდებარეობს თბილისში, კასპის ქუჩის 3в -ს და ქეთევან დედოფლის 78-ს კორპუსებს შორის სკვერში. ის ადგილი, რასაც ფოტოზე ხედავთ, უწინ, “საბჭოთა ოკუპაციის” პირობებში, აყვავებულ სკვერს წარმოადგენდა.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძე პარლამენტის ყოფილი სპიკერი და “ქართული ოცნების” ერთ-ერთი თვალსაჩინო წევრია.