იტალიაში კორონავირუსით მეტი დაავადებულია, ვიდრე ირანში; რას აპირებს საქართველოს ხელისუფლება?

საქართველომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, დროებით შეზღუდოს ირანიდან საქართველოს მიმართულებით საავიაციო რეისები. მაგრამ საკმარისი იქნება ეს ნაბიჯი საქართველოში ვირუსის თავიდან ასაცილებლად?

სურათზე: კორონავირუსის საფრთხით გამოწვეული პატრულირება ავსტრიაში

ირანზე მეტი დაავადებული, დღესდღეობით, იტალიაშია. მართალია, ირანში 8 პაციენტია გარდაცვლილი, იტალიაში კი 3, მაგრამ საერთო მაჩვენებლებით, როგორც მსოფლიოს მასმედია იუწყება, იტალიას 152 დაავადებული ადამიანი ჰყავს აღრისხული, ირანს კი მხოლოდ 43!

იტალიაში საქართველოს უამრავი მოქალაქე მუშაობს და წვალობს, დიდი გაჭირვებით. ასევე არის პირდაპირი ფრენები იტალიის ქალაქებში. სულ მცირე, დაფიქრების საბაბი უნდა იყოს ეს გარემოება, მით უმეტეს, რომ სხვა ევროპულმა ქვეყნებმა იტალიასთან მიმართებით სასაზღვრო რეჟიმი აღადგინეს.

თუმცა ვეჭვობთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის ქვეყანა იტალიას ასეთ სიფრთხილის ზომას გაუბედავს.