ივანე მაჭავარიანი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე არ მივიდა. პარლამენტში ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატებმა” მიიწვიეს.
დღეს, 24 თებერვალს, პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრისთვის უნდა მოესმინათ.
“უნდა გაცნობოთ რომ ბატონი ფინანსთა მინისტრი მობრძანებას არ აპირებს. მასთან დღეს დილით კომუნიკაცია მქონდა და ვთხოვე მიზეზები განემარტა. ის რჩება იმ წერილში გამოთქმულ მოსაზრებების ერთგული, რომელიც მან მოიწერა. სადაც ამბობს, რომ თანახმა არის მოვიდეს სესიაზე და ყველა ეს საკითხი ახსნას და თუ კითხვები კომიტეტზეც გააგრძელოს [პასუხი]. მასთან კომუნიკაცია მქონდა რათა დამერწმუნებინა რეგლამენტის სასარგებლოდ გადაწყვეტილებაში მიღებაში… არგუმენტი ადამიანურად გასაგებია, თუმცა ვფიქრობ, რომ რეგლმენტი უფრო მნიშვნელოვანია. მაგრამ ის თავის პოზიციაზე რჩება,”-განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ.
მაჭავარიანს შემდეგ საკითხებზე უნდა ესაუბრა:
- კერძო სატელევიზიო კომპანიების „რუსთავი 2“-ის, „იმედის“ და „მაესტროს“ ჯამურად 50 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო დავალიანების ამოღების გრაფიკი და აღნიშნული გრაფიკის შეთანხმების საფუძვლები;
- საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2019 წელს გამოვლენილი 100 მლნ ლარამდე ღირებულების ყალბი აქტივების საკითხზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია და პოზიცია;
- საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის მიერ 2017 წელს შემოტანილ კანონპროექტზე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პოზიცია.