აშშ-ის საელჩო მთლიანად მატყუარა NDI-ის მხარეს იკავებს, რომელიც, როგორც ცნობილია, ქართული პარტიების რეიტინგების ყალბი მონაცემების გავრცელებით და სოციოლოგიური კვლევების განზრახ დამახინჯების სხვა შემთხვევებითაც არის ცნობილი.
მეტიც, აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ამას გამომწვევი ფორმით აკეთებს. ეს არის სილა ქართული საზოგადოებისათვის, ყველა “ქოცისთვის” და “ტრამპისტისტისთვის”:
“ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) მიუკერძოებელი ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოში დემოკრატიულ ინსტიტუტებს უჭერს მხარს. NDI საქართველოში ოც წელზე მეტია რაც მუშაობს.
დღეს ელჩი დეგნანი NDI-ს პრეზიდენტს, დერეკ მიტჩელს შეხვდა საქართველოს პოლიტიკურ და წინასაარჩევნო გარემოზე სასაუბროდ.
აშშ-ის მთავრობა სიამაყით თანამშრომლობს NDI-სთან, რათა ხელი შეუწყოს ისეთი დემოკრატიული ინსტიტუტების შენებასა და გაძლიერებას, რომელიც უპასუხებს ქართველი ხალხის საჭიროებებს” – ასეთი ჩანაწერი გაჩნდა აშშ-ის საელჩოს ოფიციალურ ფეისბუკ-გვერდზე, რომელსაც ელჩ კელი დეგნანისა და NDI-ის პრეზიდენტის, დერეკ მიჩელის ერთობლივი ფოტო “ამშვენებს”.
ასე ზრუნავს ამერიკის ოფიციოზი ქართველი ხალხის საჭიროებებზე. როგორც ჩანს, ივანიშვილს მეტი ფულის დახარჯვა მოუწევს ამერიკაში, რათა ამერიკელები დაარწმუნოს, რომ იგი საქართველოში ერთადერთი და შეუცვლელია ამ მონსტრის ინტერესების გავრცელებაში.