ორი განცდა 25 თებერვალს – აწი მართლა მოსე თუ გვიშველის…

ხვალ 25 თებერვალია. საქართველოს გასაბჭოების დღე. ეს თარიღი, ჩემი აზრით, ნებისმიერ ქართველში მუდმივად ორი განცდის მატარებელია. ერთის მხრივ სახელმწიფოსთვის ყველაზე მთავარი ინსტიტუტის – დამოუკიდებლობის დაკარგვა, რომელსაც უამრავი სისხლი მოჰყვა და მეორეს მხრივ სიმშვიდე, კულტურის აღორძინება, ეკონომიკის განვითარება და ძალიან მოკლედ რომ ვთქვა, განცდა – “Читайте, завидуйте, я гражданин Советского Союза!”


ცხადია, არ ვლაპარაკობ 37 მენეთად “მოსკოვებში” და “ხარკოვებში” „გულაობაze“, რომელსაც უაზრო მოდისპუტეები ხშირად ამბობენ ვითომდა დაცინვის მიზნით და ამ დროს ნერწყვს ყლაპავენ.
მთავარია ორი შეკითხვა – იქნებოდა თუ არა ილია ჭავჭავაძე, რომ არ ყოფილიყო მისი გონის გამაღიზიანებელი ფაქტორი – დაპყრობილი საქართველო. შეიქმნებოდა თუ არა ფილმი „მონანიება“, რომ არ ყოფილიყო ინტელექტის გამაღიზიანებელი ფაქტორი – რეპრესიები და მეორე – იქნებოდა თუ არა ქართული ნიჭის უზარმაზარი აფეთქება, რაც ჩანდა მეცნიერებაში, ლიტერატურაში, ხელოვნებაში, შრომაში.
ჩემთვის პასუხი არ არსებობს.

არ არსებობს, რადგანაც ის თავისუფლება, რასაც ახლა ვხედავ, ყოვლად მდაბიოა იმასთან შედარებით, რაც მინახავს, რასაც ბევრი ობივატელის ბედნიერებას უწოდებს და ამავე დროს მაქვს იმის განცდა, რომ არა დამოუკიდებლობის შემდგომი ხელისუფლების სწორი, არამომხვეჭელური ქმედება, დიდი პერსპექტივები გვექნებოდა და ინტელექტის გამაღიზიანებელი ფაქტორი, აბსოლუტურად სხვა იქნებოდა.

მე პასუხი არ მაქვს. შეიძლება მე ის ებრაელი ვარ, რომელმაც მოსესთან ერთად 40 წელი უნდა იაროს აღთქმული ქვეყნისკენ.

იაროს 40 წელი, რათა მონობის გენი ჩემთან ერთად მოკვდეს და ახალ ქვეყანაში ახალი, სუფთა თაობა შევიდეს.
მე ოქროს კერპის გამომჭედლებისგან განსხვავებით, ამის რწმენა მაქვს.

ხვალ კი ჯერ-ჯერობით 25 თებერვალია.

წერს პუბლიცისტი გია გაბრიჭიძე საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე