როგორ უთვალთვალებდნენ ჯულიან ასანჯს ეკვადორის საელჩოში ყოფნისას

ამერიკის მტრად გამოცხადებულ ჯულიან ასანჟს, რომელმაც 20 კვადრატულ მეტრ ფართობზე, დიდ ბრიტანეთში აკრედიტებულ ეკვადორის საელჩოში, 7 წელიწადი გაატარა, შემდეგ კი ბრიტანულმა პოლიციამ დააპატიმრა, ფარულად უთვალთვალებდნენ საელჩოში ცხოვრების პერიოდში. ფირზე იწერებოდა მისი კონფიდენციალური შეხვედრები იურისტებთან და სხვა ვიზიტორებთან. ამის დამადასტურებელი ვიდეო ავსტრალიურმა მასმედიამ გაავრცელა.

თვალთვალი და მიყურადება 2017 წლის სექტემბრიდან ხორციელდებოდა 2019 წლამდე (როდესაც ასანჟი საელჩოდან გააძევეს და პოლიციას გადასცეს) ესპანური კომპანიის UC Global-ის საშუალებით. ეს კომპანია ეკვადორის საელჩოს ემსახურებოდა. კომპანიის უკან ამერიკული სპეცსამსახურების ქმედებები იკვეთება.

“თუკი დადასტურდება, რომ აშშ-ის მთავრობა იურისტებთან ასანჟის საუბრების შინაარსს ეცნობოდა, ეს იქნება უდიდესი დარღვევა ასანჟის უფლებისა სამართლიან სასამართლოზე” – აღნიშნა ჯენიფერ რობინსონმა, “ვიკილიქსის” მრჩეველმა.