თბილისის საკრებულოს წევრი, ერეკლე კუხიანიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“მარიამ კუბლაშვილმა დაამტკიცა:
-
რომ იგი არ არის მხარე.
-
რომ არანაირი მიზეზი თემირლანის წინასწარ განზრახვით მკვლელობისა არ არსებობდა.
-
რომ სოსო გოგაშვილის დადანაშაულება მაშინ როდესაც არსებობენ კიდევ ადამიანები, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა სხვადასხვა დონეზე ამ ოპერაციაში არის პოლიტიკური ნაბიჯი და აშკარა წაქეზების ფონზე ხდებოდა.
-
რომ თემირლანი დაიღუპა უბედური შემთხვევის შედეგად, რადგან სპეცრაზმელს გაუჩნდა მისგან ხიფათის განცდა – რასაც მოყვა გასროლა.
-
რომ იგი არის ვახა ტერლოევის ერთგული ადამიანი, რადგან საბოლოო ჯამში მისი ქმედებები და საუბარი წარმართულია იქითკენ, რომ დაიცვას ეს ადამიანი დამღუპველი წაქეზებისგან და არ ჩაადენინოს გამოუსწორებელი შეცდომები” – წერს კუხიანიძე.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად მაჩალიკაშვილის საქმე სტრასბურგის სასამართლოშია.