აფხაზეთში კარანტინი გამოცხადდა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ვ. ბგანბას გადაწყვეტილებით, აფხაზეთის ტერიტორიაზე კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად კარანტინი გამოცხადდა.

„ჩვენ ვაცხადებთ კარანტინს. ეს აუცილებელი ზომაა. ვხედავთ, რაც ხდება მთელ მსოფლიოში და იძულებულებული ვართ გთხოვოთ, ტავი შეიკავოთ აფხაზეთის ტერიტორიიდან გასვლისგან და სხვადასხვა სახის მივლინებებისგან. შემოგვაქვს აკრძალვა აფხაზეთის ტერიტორიაზე უცხოეთის ყველა მოქალაქის შემოსვლასა და გასვლაზე. გავაძლიერეთ პოსტი ენგურის მხრიდან. გავაძლიერებთ სამედიცინო პოსტს ფსოუს პოსტზე. საერთაშორისო ორგანიზაციებს ვთხოვთ სპეციალურ ტექნიკას. პატივცემულო კოლეგებო, უნდა დავიცვათ ჩვენ მიერ მიღებული დადგენილების წესები“– განაცხადა ვალერი ბგანბამ მინისტრთა კაბინეტის სხდომის დასრულების შემდეგ.