თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ამ დროისთვის კორონავირუსის შესაძლო სიმპტომებით 10 პაციენტია მოთავსებული. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ინფექციურ საავადმყოფოში განუცხადეს.
მათივე თქმით, პაციენტებს შორის არიან საქართველოს, აზერბაიჯანის, ჩინეთისა და ირანის მოქალაქეები.
როგორც კლინიკაში განმარტავენ, დღის მეორე ნახევარში ლუგარის ცენტრიდან პაციენტების ანალიზების პასუხებს ელოდებიან, რის შემდეგაც მათ გაწერასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ.