ირანში ნამყოფ ქართველს კორონავირუსი დაუდგინდა!

ჯანდაცვის მინისტრმა ე. ტიკარაძემ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირების შესახებ გააკეთა განცხადება. ინფიცირებული პირი 50 წლის მამრობითი სქესის საქართველოს მოქალაქეა, რომელმაც ირანში ერთი კვირა გაატარა.

საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუფიქსირდა, დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა. მისი თქმით, ვირუსი პაციენტის ორგანიზმში მსუბუქ ფორმაში მიმდინარეობს და მას გართულებები თან არ ახლავს.