საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იტალიის ელჩთან, ენრიკო ვალვოსთან, შეხვედრა გაიმართა. იტალიელ დიპლომატს მინისტრის მოადგილემ, ა. ხვთისიაშვილმა უმასპინძლა.
ელჩმა ქართული მხარე, ასე ვთქვათ, დააშოშმინა და ინფორმაცია მიაწოდა (რაც ისედაც ცნობილია მასმედიის საშუალებით), თუ იტალიის რომელ რეგიოენბშია გავრცელებული სახიფათო ჩინური კორონავირუსი.
ქართული მხარე კმაყოფილია და იტალიასთან ფრენების შეწყვეტაზე ჯერ-ჯერობით, განაგრძობს ჯიუტად უარის თქმას. ამასობაში კი იტალიაში 300-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა კორონავირუსით დაავადების. 11 ადამიანი გარდაიცვალა.
იტალიიდან ვირუსი ალჟირში გავრცელდა, ისევე, როგორც ბრაზილიაში, სადაც ჩასულმა იტალიის მოქალაქეებმა შეიტანეს დაავადება. ასევე მოხდა ავსტრიაში. თუმცა ამ ქვეყნებში ჯერ-ჯერობით თითო შემთხვევაა დაფიქსირებული.
იტალიის ევროპელი მეზობლები შეშინებულნი არიან, მაგრამ საზღვრებს მთლიანად ვერ კეტავენ. საქართველოს იტალიასთან არ აქვს საერთო საზღვარი, ამიტომ იოლად შეუძლია ფრენების შეწყვეტა, რასაც არ აკეთებს.