საქართველოში კორონავირუსი დადასტურდება მარტის შუა რიცხვებამდე – გ. ჩალაძე

გენეტიკის ეროვნულ ლაბორატორიის დირექტორი გიორგი ჩალაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ  მარტის შუა რიცხვებამდე საქართველოში კორონავირუსი დადასტურდება.

„დიახ, ეს ტესტი მარტო ჩვენთან კეთდება, სხვა არცერთ კერძო ლაბორატორიას არ აქვს ამის შესაძლებლობა.

ამ ტესტის გასაკეთებლად არ გჭირდებათ ვინმესგან ნებართვა ან უაზრო რიგებსა და პროცესებში გახლართვა.

ჩვენთან ( ლაბორატორიაში) ჯერ არ დაფიქსირებულა, თუ დაფიქსირდება ამას ვიტყვით. ასე არის სწორი. მოეწონება ეს ვინმეს თუ არა.

დიახ, ველოდებით რომ მომავალი კვირის ბოლოდან მარტის შუა რიცხვებამდე დაიწყებს ვირუსის შემთხვევები დადასტურებას.

ნაკურთხი წყალი და ლოცვები ვირუსს არ შველის, თუმცა სულზე ზრუნვა ნამდვილად მნიშვნელოვანია“, – წერს გიორგი ჩალაძე.