რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ გერმანიაში ღვინის საერთაშორისო კონკურსზე MUNDUS VINI კომპანია „ბადაგონს“ საუკეთესო ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის სტატუსი მიენიჭა.
„ბადაგონის“ ღვინოებმა უპრეცედენტო შედეგები აჩვენა – კონკურსში მონაწილე ექვსივე ღვინომ ოქროს მედალი მოიპოვა და ღვინოს „საფერავი რეზერვი 2010“ უმაღლესი ოქრო და კონკურსის საუკეთესო ღვინის ტიტული მიენიჭა!
ოქროს მედალოსანი ღვინოებია:
„ალავერდის ტრადიციები“ ქვევრის
„ალავერდის ტრადიციები“ წითელი მშრალი
„კახური წარჩინებული“ წითელი მშრალი
„კახური წარჩინებული“ თეთრი მშრალი
„საფერავი ქაშერი“ წითელი მშრალი
MUNDUS VINI მსოფლიოში წამყვანი ერთ-ერთი უმსხვილესი ღვინის საერთაშორისო კონკურსია, რომელიც წელს ოცდამეექვსეჯერ ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობას იღებდა ღვინოები 54 ქვეყნიდან, რომელთა შეფასება 268 ღვინის ცნობილმა ექსპერტმა მოახდინა.