ხმაური იყო ცოტა ხნის წინ გურჯაანის საავადმყოფოსში, დაუდგენელმა პირმა კლინიკის რეინიმაციას იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა.
ცნობილია, რომ შემთხვევის დროს რეანიმაციაში მოთავსებული ჰყავდათ 49 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელიც ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე, საავადმყოფოში ნაცემი შეიყვანეს.
როგორც ირკვევა, ნაცემი პირი წარსულში თანასოფლელის მკვლელობისთვის არის ნასამართლევი. მან სასჯელაღსრულების დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა.