საგარეო საქმეთა სამინისტროს პასიურობის ფონზე, რომელმაც საქართველოს მოქალაქეებს არ გამოუცხადა ოფიციალურად, რომ მოერიდონ რიგ ქვეყნებში, მათ შორის, ევროკავშირის წევრ იტალიაში მოგზაურობას, ინიციატივა ამირან გამყრელიძემ – დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, აიღო.
მთავრობის სხდომაზე ამირან გამყრელიძემ განაცხადა:
“მოვერიდოთ მგზავრობას განსაკუთრებით დასენიანებულ ქვეყნებში, პირველ რიგში ეს გახლავთ: ჩინეთი, ირანი, სამხრეთ კორეა და იტალია, კიდევ ჩამოთვლილი 38 ქვეყნა. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში არის ერთეული შემთხვევები და იქ არ იკრძალება. ზოგადად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციების რეკომენდაციებით არ იკრძალება მოგზაურობა, მაგრამ სიფრხილით ვეკიდებით და უნდა განვახორციელოთ პრევენციული ღონისძიებები”.