“Facebook”- ი გაამკაცრებს წესებს იმ რეკლამასთან დაკავშირებით, რომელიც კორონავირუსის განკურნებას ეხება. ინფორმაციას ამის შესახებ “Reuters”-ი ავრცელებს.
“Facebook”-ი ასევე შეამოწმებს ყველა იმ სარეკლამო პუბლიკაციას, რომელიც კორონავირუსს ეხება, ხოლო დეზინფორმაციის შემცველი პუბლიკაციები წაიშლება.
იანვარში, სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ წაშლის კორონავირუსის შესახებ კონტენტს, რომელიც დაკავშირებული იქნება შეთქმულების თეორიებთან და ადამიანისთვის დამაზიანებელ ყალბ ინფორმაციასთან.