რუსი მომღერალი: “რუსებს და ქართველებს ერთმანეთის გარეშე არ შეუძლიათ”

შესანიშნავმა რუსმა შემსრულებელმა ელენა ვაენგამ რამდენიმე დღის  წინ მოსკოვში, კრემლის დიდ საკონცერტო დარბაზში, სოლო-კონცერტი გამართა, რომელშიც მისი მეგობარი და კოლეგა, ქართველი მომღერალი აჩი ფურცელაძეც მონაწილეობდა.

ელენა ვაენგამ საქართველოს შესახებ  ემოციით დამუხტული სიტყვა წაროთქვა და აუდიტორიის აპლოდისმენტები დაიმსახურა. კონცერტიდან ამონარიდი აჩი ფურცელაძემ საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე გააზიარა.

რუსმა მომღერალმა აღნიშნა, რომ ხშირად ეკითხებიან, თუ რატომ მღერის ხან ლატვიელებთან, ხან ქართველებთან ერთად, რაზეც მისი პასუხია, რომ მას უყვარს ნიჭიერ ადამიანებთან ერთად სიმღერის შესრულება და მათი მადლობელია, რომ ისინი მათთან ერთად მღერიან.

პოლიტიკურ მომენტებს თუ შევეხებით, ყველანი წავალთ ამ ქვეყნიდან და იქ ერთად აღმოვჩნდებით. მე კი საქართველო ძალიან მენატრება და ყველა ეროვნების ადამიანი მიყვარს. საუკუნეების მანძილზე არასოდეს ყოფილა, რომ რუსებს და ქართველებს ერთმანეთის წინააღმდეგ ებრძოლათ. ჩვენი ერები აუცილებლად მომავალშიც იმეგობრებენ, რადგან რუსს ქართველის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია, ისევე, როგორც ქართველს – რუსის გარეშე…“ – განაცხადა ელენა ვაენგამ.

აჩი ფურცელაძემ ამ სიტყვებისთვის ვაენგას მადლობა გადაუხადა.