მთელი ღამის განმავლობაში თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, რამდენიმე პაციენტი შეიყვანეს.
ბოლო ინფორმაციით, ბოქსირებულ განყოფილებაში 28 ადამიანია მოთავსებული. ირკვევა, რომ 6 პაციენტი წუხელვე კარანტინში გადაიყვანეს. რამდენიმე საათში გახდება ცნობილი გუშინ გადაგზავნილი ანალიზის პასუხები.
ინფექციურ საავადმყოფოში ამბობენ, რომ ადგილების დეფიციტი არ არის. რაც შეეხება კორონავირუსით დაავადებულ ერთ მოქალაქეს მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.