მონღოლეთის პრეზიდენტი ხალთმააგიინ ბატულგა საზოგადოებისგან 14 დღის განმავლობაში იზოლირებული იქნება, ჩინეთში ერთდღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ.
მონღოლეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა დაადასტურა მასმედიას ინფორმაცია სახელმწიფო მეთაურის კარანტინში გადაყვანის შესახებ, მას შემდეგ, რაც ბატულგა ჩინეთში განხორციელებული ვიზიტის შემდეგ დაბრუნდა.
ხ. ბატულგა ჩინეთში ხუთშაბათ საღამოს ჩავიდა. მან ჩინეთის სახელმწიფოს მეთაურთან, სი ცზიპინთან შეხვედრისას სახალხო რესპუბლიკის ლიდერს გადასცა სერთიფიკატი, რომლის ძალითაც მონღოლეთი ჩინეთს ჩუქნის 30 ათას ცხვარს, კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლის ფარგლებში.
მონღოლეთს ჩინეთთან 4700-კილომეტრიანი საზღვარი აქვს. ულან-ბატორში შიშობენ, რომ ჩინეთიდან მონღოლეთში ვირუსი შეაღწევს, ამიტომ საზღვარზე შეზღუდვები დააწესეს.
მონღოლეთის დელეგაციაში საგარეო საქმეთა მინისტრი, ჩინეთში მონღოლეთის ელჩი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და სხვა მაღალი ჩინოვნიკებიც იყვნენ, მაგრამ კარანტინი მხოლოდ პრეზიდენტს დაუწესდა, აეროპორტში გავლილი სამედიცინო შემოწმების შემდეგ.
ქვემოთ სურათზე ხედავთ მონღოლეთის პრეზიდენტს (მარჯვნივ), თუ როგორ სპორტულ ფორმაშია იგი.