ჩინეთის საესკადრო ნაღმოსანმა ხომალდმა ამერიკული სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილი მზვერავი-თვითმფრინავი P-8A Poseidon უხილავი ლაზერის სხივით მოიცვა. შემთხვევა წყნარ ოკეანეში მოხდა და მის შესახებ ინფორმაცია ამერიკულმა სამხედრო-საზღვაო ძალებმა გაავრცელეს.
“17 თებერვალს ჩინურმა საესკადრო ნაღმოსანმა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილ თვითმფრინავს P-8A-ს, რომელიც წყნარი ოკეანის საერთაშორისო წყლების თავზე ახორციელებდა პატრულირებას, კუნძული გუამიდან დასავლეთით, 611,5 კილომეტრის დაშორებით, ლაზერის სხივი სტყორცნა. ლაზერი შეუიარაღებელი თვალით არ ჩანდა, მაგრამ იგი თვითმფრინავის ბორტზე დამონტაჟებულმა გადამცემმა ხელსაწყომ შენიშნა” – აღნიშნულია აშშ-ის სამხედრო-საზღვაო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამ კლასის ლაზერი “პოტენციურად სახიფათოა და შეუძლია, სერიოზული ზიანი მიაყენოს საფრენი ხომალდის ეკიპაჟს და მეზღვაურებს, ასევე სახომალდო და საავიაციო სისტემებს” – დარწმუნებულნი არიან ამერიკელი სამხედროები. ისინი ასევე აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ ამერიკულ თვითმფრინავს საერთაშორისო ნორმები არ დაურღვევია, ხოლო ჩინური ხომალდის ქმედებები “საფრთხის შემცველი და არაპროფესიონალური იყო” – ჩვეულ სტილში წუწუნებენ ამერიკელები.